საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს "ლუკოილ-ჯორჯია" შემოუერთდა
25 დეკ '17
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს "ლუკოილ-ჯორჯია" შემოუერთდა.
საქართველოში შპს. "ლუკოილ-ჯორჯია" 2002 წლის მარტში ამოქმედდა. მას შემდეგ კომპანია მიზანდასახულად აფართოვებს სამომხმარებლო და კორპორაციულ ბაზრებზე საქმიანობას.
კომპანია დღესდღეობით 65 ავტოგასამართი სადგურით და ორი ნავთობ ბაზით ოპერირებს და ის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელი და დამსაქმებელია საქართველოში.
ლუკოილის საწვავი ევრო 5 სტანდარტს შეესაბამება და მისი იმპორტი საქართველოში ბულგარეთის თანამედროვე ნავთობგადამამუშავებელი საწარმოებიდან ხორციელდება.
გარდა საწვავისა, „ლუკოილ-ჯორჯია“ ლუკოილის საავტომობილო ზეთების იმპორტსაც ახორციელებს.
ლუკოილისთვის უმნიშვნელოვანესია გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხები. კომპანია თავს ვალდებულად მიიჩნევს, შეინარჩუნოს ჯანსაღი გარემო მომავალი თაობების საკეთილდღეოდ.