(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დღგ-ის დაბრუნებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს ინიციატივას მიესალმება

15 იან '18

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სისტემის ამოქმედებას ბიზნესისათვის უკიდურესად დადებით ნაბიჯად აფასებს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს რეფორმას.

"დღგ-ის დაბრუნება ის საკითხი იყო, რომელიც წლების განმავლობაში ბიზნესისათვის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენდა დროში გაწელილი პროცესის და, ზოგიერთ შემთხვევაში, ბიუროკრატიული მექანიზმების გამო; რეფორმის შემდგომ ეს პრობლემა პრაქტიკულად აღარ იარსებებს, დღგ-ს ზედმეტობებს ბიზნესი ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნებს და შეძლებს, ეს თანხები ისევ ბიზნესის განვითარებას მოახმაროს, რაც აუცილებლად დადებითად აისახება არა მხოლოდ კონკრეტულ ეკონომიკურ აგენტებზე, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკასა და  თითოეულ მოქალაქეზე.

ჩვენ  მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ბიზნესისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, რაც იმედს იძლევა, რომ მომავალში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისათვის კიდევ არაერთ ინიციატივას და რეფორმას უნდა ველოდოთ."