(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს  ჰოლდინგ კომპანია  “აჭარა ჯგუფი” შემოუერთდა

16 იან '18

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს  ჰოლდინგ კომპანია  “აჭარა ჯგუფი” შემოუერთდა.

“აჭარა ჯგუფი” საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების სექტორში ყველაზე მსხვილი და სწრაფად მზარდი კომპანიაა. იგი ცნობილია ახალი ტრენდებისა და ახალი სამეწარმეო პროექტების შექმნით. კომპანიის მიერ დაფუძნებულია სასტუმროების ქსელი - Rooms -ი თბილისში და ყაზბეგში, ასევე ახალგაზრდებისთვის - ჰოსტელი „ფაბრიკა“. “აჭარა ჯგუფი” ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელმაც საერთაშორისო ბრენდი - Holiday inn შემოიყვანა ქვეყნის ბაზარზე.

გარდა ამისა, კომპანია პიონერია ქვეყნის ურბანული და სოფლის განვითარების სფეროში. მან სახე უცვალა დედაქალაქს და ასევე შეცვალა ყაზბეგის რეგიონი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გზით, რამაც საყოველთაო აღიარება დაიმსახურა. კომპანია ამჟამად ჩართულია ფართომასშტაბიან სასოფლო-სამეურნეო და ფერმერული მეურნეობის განვითარების პროექტებში კახეთის რეგიონში.

ასევე მალე გაიხსნება  Rooms -ის ახალი სასტუმრო კოხტა-მიტარბის მაღალმთიან რეგიონში, სადაც ხორციელდება მსხვილი ახალი სათხილამურო კურორტის განვითარება.

კომპანიის სამომავლო გეგმებშია საცხოვრებელი ადგილების და რესტორნების მშენებლობა შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ, აჭარის რეგიონში.

„აჭარა ჯგუფი,“ ქველმოქმედებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის მხარდაჭერის გზით, პიონერია სოციალური და კორპორატიული პასუხისმგებლობის გაზრდის თვალსაზრისით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ კომპანია ინოვაციური მიდგომებით ცდილობს ჯანმრთელი გარემოს დაცვასა და შენარჩუნებას. სასტუმრო Stamba-ში კომპანია უპრეცენდენტო, ეკოლოგიურად სუფთა ენერგორესურსების დანერგვას ითვალისწინებს.