(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

24 იან '18

2018 წლის 24 იანვარს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია  საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

შეხვედრაზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო -საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ, აუდიტორული კომპანია BDO-ს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა და ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო მიმართულების მენეჯერმა შოთა კომლაძემ მისიის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია ქვეყანის საგადასახადო კანონმდებლობაზე და  გადასახადების ადმინისტრირების მოქმედ სისტემასთან დაკავშირებით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიის სამუშაო ვიზიტის მიზანია შეიმუშაოს ქართული მხარისათვის რეკომენდაციები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: გადასახადების ადმინისტრირება და მისი გაუმჯობესების მექანიზმები, ზედმეტად გადახდილი გადასახადების უკან დაბრუნების პროცედურები, რისკების ანალიზის სისტემისა და საგადასახადო შემოწმების ეფექტური მექანიზმის შექმნა და სხვა.