ასოციაციაში სამშენებლო კოდექსის პროექტის განხილვა გაიმართა
22 თებ '18
2018 წლის 22 თებერვალს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაიმართა საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის კანონპროექტთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა.
სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ნინო კვინიკაძემ (შ.პ.ს. „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“) ჯგუფის წევრებისათვის, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისათვის, გააკეთა მოკლე პრეზენტაცია იმ ძირითად საკითხებზე, რასაც სამშენებლო კოდექსის პროექტი ითვალისწინებს.
შეხვედრაზე გამართული დისკუსიის საფუძველზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია შეჯერებულ კომენტარებსა და შენიშვნებს მიაწვდის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას.
აღნიშნული პროექტი, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ადგენს საქართველოში სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი გეგმების სისტემას, აღნიშნული გეგმების იერარქიასა და შემადგენლობას, მათი შემუშავებისა და დამტკიცების წესს.