(+995 32) 2 202-215

მიმდინარე თემები

ბიზნეს ასოციაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

21 მარ '18

2018 წლის 20 მარტს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდნენ.

ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, მინისტრმა ბიზნეს სექტორს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით განხორციელებული სამუშაოები და სამომავლო გეგმები გააცნო.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა მინისტრთან შეხვედრაზე დააყენეს ისეთი საკითხები როგორიცაა, გრემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის/პროცედურების გაუმჯობესება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უცხოელებისთვის მიყიდვის აკრძალვის საკითხი, მეტი კომუნიკაცია ბიზნესთან და სხვა.

მინისტრის თქმით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავების პროცესში და რომ მიღებული გადაწყვეტილებები მისაღები და გაზიარებული უნდა იყოს ბიზნესწრეების მიერ.

 „ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან მთავრობა შეხვედრებს სისტემატურად მართავს. ბიზნესთან კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელიც სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.