(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დედაქალაქის მერის მოწოდებას ეხმაურება

20 აპრ '18

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გამწვანების პროექტების განხორციელების შესახებ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მოწოდებას ეხმაურება და ადასტურებს მზადყოფნას, ასოციაციის წევრ კომპანიებთან ერთად აქტიურად ჩაერთოს გამწვანების კამპანიაში.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიზნესი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად არის ჩართული იმ პროექტების განხორციელებაში, რაც დედაქალაქის თუ მთლიანად ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.

ჩვენთვის, ბიზნესისათვის ეკოლოგია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომლის მიმართ ყურადღება და ძალისხმევა, ვფიქრობთ ამ ქვეყნის ყველა მოქალაქის მოვალეობაა. ბატონი მერის მოწოდება ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გამწვანებაზე, ეკოლოგიაზე ზრუნვით ჩვენ ერთობლივად და ორგანიზებულად, ეტაპობრივად შევძლებთ უზრუნველვყოთ დედაქალაქის განვითარება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.“