(+995 32) 2 202-215

სიახლეები

მემორანდუმი საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას შორის

2 მაის '18

2018 წლის 2 მაისს საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და "შემოქმედებით კავშირ - საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას" შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ასლანიშვილმა და "შემოქმედებით კავშირ - საქართველოს თეატრალური საზოგადოების" თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეთა ურთიერთთანამშრომლობის გზით, თეატრალური ხელოვნების განვითარების იდეის და თეატრალური სცენის მოღვაწეთა მხარდაჭერას საქართველოში და ამ პროცესში ბიზნესსექტორის აქტიურ ჩართულობას.

მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება ბიზნეს ასოციაციისა და "შემოქმედებით კავშირ - თეატრალური საზოგადოების" ერთობლივი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში თეატრალური ხელოვნების განვითარების წახალისებას და ქართული თეატრის პოპულარიზაციას.