(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მამუკა ბახტაძეს წარმატებებს უსურვებს და ოთხ პუნქტიანი გეგმის შესახებ პირველ შეფასებებს აკეთებს

15 ივნ '18

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის წარდგენას მიესალმება და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში.

"განვლილი წლების განმავლობაში ბიზნეს საზოგადოებას მამუკა ბახტაძესთან თანამშრომლობის საუკეთესო გამოცდილება  აქვს და მომავალში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური და ნაყოფიერი იქნება.

ფინანსთა მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის მოღვაწეობა გამოირჩეოდა ინოვაციების, საგადასახადო ადმინისტრირების დახვეწის, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმული არაერთი წარმატებული ნაბიჯითა და არაერთი ახალი ინიციატივით.

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ გუშინ გაჟღერებული ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც სრულად ეხმიანება ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს, ხელისუფლებისა და საზოგადოების, ბიზნეს წრეების თუ სხვა დაინტერესებული ჯგუფების აქტიური ძალისხმევის შედეგად, სულ რამდენიმე წელიწადში წარმატებით იქნება რეალიზებული და შექმნის იმ მდგრად საფუძველს, რომელზედაც ქვეყნის, მისი თითოეული მოქალაქის უკეთესი მომავალი უნდა იყოს დაფუძნებული.“