(+995 32) 2 202-215

სიახლეები

შეხვედრა გერმანიის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან

24 აგვ '18

24 აგვისტოს, საქართველოში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში, ქართული და გერმანული ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ასლანიშვილმა.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა და გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელმა თომას ბარაისმა.

შეხვედრის მსვლელობისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა გერმანული კომპანიების წარმომადგენლებისთვის, საქართველოში არსებული ბიზნესგარემოსა და ბიზნესის წარმოების შესაძლელობების შესახებ პრეზენტაცია გამართა.