(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდიის მისიის, ამერიკის სავაჭრო პალატის და დიდი ოთხეულის წარმომადგენლებს შეხვდა

7 სექ '18

2018 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიის წევრებს, ამერიკის სავაჭრო პალატის და  აუდიტორული კომპანიების "დიდი ოთხეულის" წარმომადგენლებს უმასპინძლა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ხელმძღვანელობს ფონდის მთავარი ეკონომისტი ლუსილა მაკლოჰანი. შეხვედრას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო -საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე, აუდიტორული კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი და ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო მიმართულების მენეჯერი შოთა კომლაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ქვეყანაში არსებულ საგადასახადო სისტემაზე და მისი გაუმჯობესების მექანიზმებზე, ასევე, იმსჯელეს კერძო სექტორში არსებულ გამოწვევებზე  გადასახადების ადმინისტრირების მოქმედ სისტემასთან დაკავშირებით.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ბოლო წლების მანძილზე საგადასახადო სფეროში განხორციელებული რეფორმები, მათ შორის მოგების გადასახადის ესტონური მოდელისა და  დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სისტემის დანერგვა.