(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საფინანსო და საგადასახადო-საბაჟო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

2 ოქტ '18

მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაიმართა საფინანსო და საგადასახადო-საბაჟო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა. სხდომას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა საპენსიო რეფორმა და მის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საფინანსო და საგადასახადო საკითხები, ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები და მასთან დაკავშირებული საკითხები და სხვ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა, მთავრობის წარმომადგენლებმა განმარტებები გააკეთეს ყველა იმ თემაზე, რომლებიც ასოციაციის წევრების მხრიდან წამოიჭრა.