(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს   Tbilisi Hills Golf & Residences შემოუერთდა

5 ოქტ '18

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს   Tbilisi Hills Golf & Residences შემოუერთდა.

Тbilisi Hills Golf & Residences - უძრავი ქონების პროექტია, რომელშიც გაერთიანებულია  პირველი საერთაშორისო დონის გოლფის 18-ფოსოიანი მოედანი და პრემიუმ კლასის საცხოვრებელი აპარტამენტები. პროექტის მიწის ფართობი შეადგენს 331 ჰექტარს, ხოლო  გოლფ-კომპლექსი იკავებს 110 ჰექტარს. Тbilisi Hills-ი მსურველს სთავაზობს 350 ვილას, 70-ზე მეტ დაწყვილებულ სახლს, 800-მდე აპარტამენტსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს.

Тbilisi Hills Golf & Residences- ის  პროექტი დაიგეგმა და იმართება საერთაშორისო კომპანია AS Skinest Group - ის მიერ. კომპანია საქართველოში 2011 წლიდან ოპერირებს და მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებს სხვადასხვა პროექტებში, მათ შორის, სარკინიგზო ბიზნესსა და ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობაში.

AS Skinest Group- ის დამფუძნებელი და აქციონერი ოლეგ ოსინოვსკი ცნობილი ბიზნესმენია, რომელსაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დიდი გამოცდილება აქვს.