საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს Tbilisi Hills Golf & Residences შემოუერთდა
5 ოქტ '18
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს Tbilisi Hills Golf & Residences შემოუერთდა.
Тbilisi Hills Golf & Residences - უძრავი ქონების პროექტია, რომელშიც გაერთიანებულია პირველი საერთაშორისო დონის გოლფის 18-ფოსოიანი მოედანი და პრემიუმ კლასის საცხოვრებელი აპარტამენტები. პროექტის მიწის ფართობი შეადგენს 331 ჰექტარს, ხოლო გოლფ-კომპლექსი იკავებს 110 ჰექტარს. Тbilisi Hills-ი მსურველს სთავაზობს 350 ვილას, 70-ზე მეტ დაწყვილებულ სახლს, 800-მდე აპარტამენტსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს.
Тbilisi Hills Golf & Residences- ის პროექტი დაიგეგმა და იმართება საერთაშორისო კომპანია AS Skinest Group - ის მიერ. კომპანია საქართველოში 2011 წლიდან ოპერირებს და მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებს სხვადასხვა პროექტებში, მათ შორის, სარკინიგზო ბიზნესსა და ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობაში.
AS Skinest Group- ის დამფუძნებელი და აქციონერი ოლეგ ოსინოვსკი ცნობილი ბიზნესმენია, რომელსაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დიდი გამოცდილება აქვს.