(+995 32) 2 202-215

სიახლეები

გერმანია-საქართველოს ბიზნესისა და თანამშრომლობის ფორუმი

12 ოქტ '18

2018 წლის 9 ოქტომბერს, ქ. ფრანკფურტში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ორგანიზებით საქართველო-გერმანიის ბიზნესისა და თანამშრომლობის ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ასლანიშვილმა.

ბიზნესფორუმი მისასალმებელი სიტყვით გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა ნორბერტ ბარტლიმ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ გახსნეს.

ფორუმის ფორმატი გარდა ოფიციალური გახსნისა, ითვალისწინებდა სამ სექტორულ პარალელურ სესიას, რომელთა შორის იყო მრგვალი მაგიდის ფორმატის მოლაპარაკებები ლოგისტიკისა და ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის საკითხებზე, ასევე ტურიზმსა და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე, და პროფესიულ განათლებაზე. მოცემული მიმართულებით შესაბამისმა უწყებებმა გერმანული აუდიტორიისთვის პრეზენტაცია გამართეს ქვეყანაში ხსენებული მიმართულებით არსებული სტრატეგიისა და ვითარების შესახებ.