(+995 32) 2 202-215

სიახლეები

შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩთან

1 ნოემ '18

2018 წლის 1 ნოემბერს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ბატონი ირაკლი ასლანიშვილი არაბთა  გაერთიანებული საემიროების ელჩს, ბ-ნ ისა ალბაშა ალნოაიმის შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული  ბიზნესგარემო, მდგომარეობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე და ბიზნესის ხელშემწყობ გარემოებებზე.

არაბთა გაერთიანებული საემიროები ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს საქართველოში და ამჟამად დაინტერესებულია ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარებით.  შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს დიდი საინვესტიციო პოტენციალი გააჩნია და მარტივია ბიზნესის წარმოების პროცესი.

ბ-ნი ისა ალბაშა ალნოაიმი არაბთა გაერთიანებული საემიროების პირველი საგანგებო და სრულფასოვანი რეზიდენტი ელჩია საქართველოში - არაბთა გაერთიანებული საემიროების საელჩო საქართველოში მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნა.