(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ენერგოეფექტურობის რეცეპტის ძიებაში

21 ნოემ '18

მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, პროექტის - „ბიზნეს ასოციაცია განათლებისთვის“ ფარგლებში, გაიმართა დისკუსია სახელწოდებით - „საქართველოს ენერგოეფექტურობის რეცეპტის ძიებაში“.

ენერგოუსაფრთხოების მთავარ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს დარგის წამყვანმა ექსპერტებმა: მურმან მარგველაშვილმა, („მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“, დამფუძნებელი და საბჭოს წევრი) და ლევან ვეფხვაძემ („საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორი). ასევე, ასოციაციის ეკონომისტმა, ნათია ბანცურმა.

პრეზენტაციის თემები იყო:

✔️ელექტროენერგეტიკული სექტორი: ამოცანები, დილემები (ლევან ვეფხვაძე)

✔️ელექტროენერგიის მოხმარების მზარდი ტრენდი (ნათია ბანცური)

✔️საქართველო - ენერგეტიკული უსაფრთხოება (მურმან მარგველაშვილი)

შეხვედრაზე დასწრება შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაბამისად ესწრებოდნენ ენერგეტიკის და ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები.

ასოციაცია გეგმავს, სისტემატიურად ჩაატაროს შეხვედრები მსგავსი ფორმატით სხვადასხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე.