(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება

27 ნოემ '18

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მხარს უჭერს და მოუწოდებს კერძო სექტორს, 28 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღეს, როგორც უქმე დღეს, დაემორჩილონ კანონის მოთხოვნას და ხელი შეუწყონ დასაქმებულებს საარჩევნო ხმის უფლების რეალიზაციაში.

მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული სამუშაო საათი, ვაცნობიერებთ, რომ 28 ნოემბერი უაღრესად მნიშვნელოვანი დღეა ქვეყანაში, როგორც საპრეზიდენტო არჩევნები; შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია, ხელი შევუწყოთ საზოგადოებას, რათა შეძლონ საკუთარი არჩევანის დაფიქსირება საარჩევნო უბნებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.