(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს   Lutecia Group-ი შემოუერთდა

3 დეკ '18

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს   Lutecia Group-ი შემოუერთდა.

Lutecia Group-ი    პარფიუმერულ სამყაროში  20 წელზე მეტია  მოღვაწეობს და დღეს წარმოადგენს ისეთი ბრენდებს  როგორიცაა: პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“,  კოსმეტიკური ბუტიკი M.A.C. , ნიშ-ბუტიკი AROMATEQUE, ნატურალური კოსმეტიკის მაღაზიათა ქსელი YVES ROCHER, ფრანგული ჩაის ბუტიკი PALAIS DES THES.

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“ ინოვატორი , სიახლეებზე ორიენტირებული და მომხმარებლის ნდობით აღჭურვილი ქსელია, რომელიც საქართველოში 200-ზე მეტ, მსოფლიოში ცნობილ, წამყვან ბრენდს წარმოადგენს.

ლუტეციას მაღაზიათა ინტერიერ-ექსტერიერი მაქსიმალურად აკმაყოფილებს ყველა საერთშორისო სტანდარტს.  მზარდი და პროგრესზე ორიენტირებული პარფიუმერული ქსელი მომხმარებლის კომფორტსა და პოზიტიურ განწყობაზეა ორიენტირებული.  მომხმარებლის ნდობის მოპოვება, პოტენციური და  ლოიალური კლიენტის შენარჩუნება , ლუტეციას ერთ-ერთი მთავარი მიზანია, სწორედ ამიტომ  „ლუტეცია“ მომხმარებელს გამუდმებით სთავაზობს უამრავ სიახლეს, მაღალ ხარისხს, ახალი ბრენდების ფართო ასორტიმენტს და  სხვადასხვა ღონისძიებებს.

საქართველოს  მასშტაბით „ლუტეცია“ მოიცავს 11  ფილიალს (9 ფილიალი-  ქ. თბილისსა და  2 ფილიალი- ქ. ბათუმში).