საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს Lutecia Group-ი შემოუერთდა
3 დეკ '18
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს Lutecia Group-ი შემოუერთდა.
Lutecia Group-ი პარფიუმერულ სამყაროში 20 წელზე მეტია მოღვაწეობს და დღეს წარმოადგენს ისეთი ბრენდებს როგორიცაა: პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, კოსმეტიკური ბუტიკი M.A.C. , ნიშ-ბუტიკი AROMATEQUE, ნატურალური კოსმეტიკის მაღაზიათა ქსელი YVES ROCHER, ფრანგული ჩაის ბუტიკი PALAIS DES THES.
პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“ ინოვატორი , სიახლეებზე ორიენტირებული და მომხმარებლის ნდობით აღჭურვილი ქსელია, რომელიც საქართველოში 200-ზე მეტ, მსოფლიოში ცნობილ, წამყვან ბრენდს წარმოადგენს.
ლუტეციას მაღაზიათა ინტერიერ-ექსტერიერი მაქსიმალურად აკმაყოფილებს ყველა საერთშორისო სტანდარტს. მზარდი და პროგრესზე ორიენტირებული პარფიუმერული ქსელი მომხმარებლის კომფორტსა და პოზიტიურ განწყობაზეა ორიენტირებული. მომხმარებლის ნდობის მოპოვება, პოტენციური და ლოიალური კლიენტის შენარჩუნება , ლუტეციას ერთ-ერთი მთავარი მიზანია, სწორედ ამიტომ „ლუტეცია“ მომხმარებელს გამუდმებით სთავაზობს უამრავ სიახლეს, მაღალ ხარისხს, ახალი ბრენდების ფართო ასორტიმენტს და სხვადასხვა ღონისძიებებს.
საქართველოს მასშტაბით „ლუტეცია“ მოიცავს 11 ფილიალს (9 ფილიალი- ქ. თბილისსა და 2 ფილიალი- ქ. ბათუმში).