(+995 32) 2 202-215

სიახლეები

შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან

13 დეკ '18

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აგრძელებს კერძო-საჯარო დიალოგის ფორმატში ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს და მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, ასოციაციის ორგანიზებით, ჩატარდა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან - გიორგი ქობულიასთან.

გიორგი ქობულია ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს პირველად შეხვდა. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, მხარეებმა იმსჯელეს ქვეყანაში ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების შესაძლებლობებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: ეკატერინე მიქაბაძე, აკაკი საღირაშვილი და ლაშა მიქავა; ასევე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და საქართველოს სამრეწველო-სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, ნინო ჩიქოვანი.

ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან წამოჭრილი იყო საკითხები, რომლებიც მოიცავდა შემდეგ სფეროებს: ეკონომიკური პოლიტიკა, საპენსიო რეფორმა, კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილების შესაძლო გაფართოება, სასამართლო სისტემა და სხვა.

მინისტრმა განაცხადა, რომ მზად არის, ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან ერთად, დაიწყოს მუშაობა ბიზნესისათვის აქტუალურ საკითხებზე. ასევე გამოთქვა მზადყოფნა კერძო სექტორთან აქტიური დიალოგის რეჟიმის გაგრძელებასთან დაკავშირებით.