(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის სხდომა

25 დეკ '18

25 დეკემბერს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში გაიმართა ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის მორიგი გაფართოებული სხდომა, რომელსაც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჭიჭინაძე, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო-საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ბარათაშვილი, შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი დავით ბუღაძე და თავისთავად კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ლალაზაშვილი.

შეხვედრა წარიმართა დიალოგის ფორმატში. სხდომაზე საპენსიო რეფორმის იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტექნიკურ და მეთოდოლოგიურ საგადასახადო საკითხებთან ერთად, ასევე განხილული იქნა საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების და ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების შესახებ“.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს ხანებში კვლავ გაიმართება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით ანალოგიური შეხვედრები ზემოაღნიშნული კანონმდებლობის სრულყოფის და დახვეწის მიზნით.