(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს  კომპანია  „ტურინვესტი“ შემოუერთდა

29 იან '19

კომპანია „ტურინვესტი“ 2008 წელს დაარსდა და 10 წელზე მეტია წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე. ამ პერიოდში ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი ბათუმისთვის მნიშვნელოვანი ბევრი პროექტი განახორციელა, რითაც ქალაქის ტურისტულ ღირებულებას დამატებითი ფასი შესძინა. კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციის ფარგლებში  600 თანამშრომელია დასაქმებული და კომპანიის ზრდასთან ერთად ეს ციფრიც ყოველ წელს იზრდება.

კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული პროექტია მაღალი კლასის მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომელიც აერთიანებს ბელვიუ რეზიდენს ბათუმს და 5* სასტუმრო ჰილტონს. ერთი კომპლექსის ორივე შენობის პროექტი დიდ ბრიტანეთში – კომპანია RTKL-ის მიერ, ბრიტანელი, შვედი და გერმანელი სპეციალისტების ჩართულობით შეიქმნა.

„ბელვიუ რეზიდენს ბათუმის “  მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და 2015-ში ექსპლუატაციაში შევიდა. კომპლექსი საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით აშენდა და ჯერ კიდევ სამი წლის წინ დააკმაყოფილა ყველა ის ვალდებულება, რომელიც კანონის სახით საქართველოში სამი წლის შემდეგ, სულ რამდენიმე თვის წინ ამოქმედდა.  საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა კი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონის“ ინფრასტრუქტურასთან ექსკლუზიური წვდომაა.

 

„ტურინვესტმა“ საქართველოში ჯამში  დაახლოებით 200 მილიონ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ბელვიუ რეზიდენს ბათუმის და ჰილტონ ბათუმის საინვესტიციო ღირებულება 130 მლნ დოლარია. გარდა ამისა,  „ტურინვესტმა“ მოაწყო ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ატრაქციონი, გასართობ-კულტურული ცენტრი „არგო“, რომელიც მოიცავს ქალაქისა და მთის დამაკაშირებელ საბაგირო გზას, ქართულ რესტორანს, ღვინისა და სუვენირების მაღაზიებს. ახლო მომავალში იგეგმება აჭარის ტერიტორიაზე კომპანიის მფლობელობაში არსებული 12 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთის ათვისება და განვითარება.

ამჟამად  კი კომპანია კულტურული მემკვიდრეობის შენობაში ბუტიკური სტილის სასტუმროს მოწყობაზე მუშაობს.

ტურინვესტის მიზანია განახორციელოს რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები, ბაზარზე დაამკვიდროს ბიზნესის კეთების მაღალი სტანდარტები და თავისი წილი სოციალური პასუხისმგებლობა იტვირთოს ქალაქისა და თანამშრომლების მიმართ.