(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის სხდომა

20 თებ '19

მიმდინარე წლის 20 თებერვალს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში, ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე, კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი.
სხდომას ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) დეპარტამენტების ხელმძღვანელები - ანზორ მჟავანაძე და დავით მჭედლიძე. მათ მიერ წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა კორპორაციული ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმის მიმდინარეობას, რეფორმის ძირითად მიზნებს და მიმდინარე გამოწვევებს. პრეზენტაციაში ყურადღება გამახვილებული იყო რეფორმის  მნიშვნელობაზე კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით.

სამსახურის წარმომადგენლებმა ასევე, წარადგინეს კაპიტალის ბაზრის ინფრასტრუქტურის საკუთარი ხედვა და მოახდინეს მისი შედარება ფულადი ბაზრის უკვე კარგად ფუნქციონირებად მექანიზმთან. პრეზენტაცია მოიცავდა მკაფიო და ინფორმატიულ ანალიზს იმისა, თუ როგორ განიხილავს სამსახური საკუთარ მისიას საზოგადოების წინაშე, მის სტრატეგიას და კონკრეტულ მომსახურებებს, რომელიც განხორციელდა ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის რეფორმის ფარგლებში.

შეხვედრის დასასრულს, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში, პასუხი მიეღოთ რეფორმის ირგვლივ მათთვის საინტერესო საკითხებზე და თემებზე.