(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს  კომპანია  ,,დიპლომატ ჯორჯია“  შემოუერთდა

20 თებ '19

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს  კომპანია  ,,დიპლომატ ჯორჯია“  შემოუერთდა.

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა,  რომელიც 50 წელია ოპერირებს მსოფლიო ბაზარზე და წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებელი კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში: ისრაელი, საქართველო, სამხრეთ აფრიკა, კვიპროსი და ახალი ზელანდია.

,,დიპლომატ ჯორჯია“ საქართველოში 2008 წელს დაარსდა. 2014 წელს კომპანიამ ააშენა A კლასის ულტრათანამედროვე სასაწყობე მეურნეობა და იყენებს სასაწყობე და გაყიდვების მართვის  მხოლოდ თანამედროვე სისტემებს.

,,დიპლომატ ჯორჯია“   თანამშრომლობს როგორც მსოფლიოში ლიდერ საერთაშორისო, ისე ადგილობრივ წამყვან კომპანიებთან და ახორციელებს მათი პროდუქციის დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე. კომპანია ამაყობს,  რომ ხელს უწყობს ქართულ წარმოებას, შესაბამისად ქართულ ბიზნესს.