(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის, ლაშა პაპაშვილის განმარტება პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხთან დაკავშირებით

10 აპრ '19

ლაშა პაპაშვილი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი: გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ, მისი უფლებამონაცვლის საკითხს არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციები მოჰყვა, განვმარტავ შემდეგს:

ა) საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წესდების შესაბამისად, ასოციაციის პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებებს სრულად ახორციელებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი, ესაა სოსო ფხაკაძე, რომელიც ასევე არჩეულია წევრთა საერთო ყრილობის მიერ 4 წლის ვადით, 2017 წელს.
ბ) რაც შეეხება სხვა ნებისმიერ საკითხს, როგორც ყოველთვის, გადაწყდება ასოციაციის შიგნით, ასოციაციის წევრებთან ერთად.