(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომა

5 ივნ '19

მიმდინარე წლის 5 ივნისს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, სადაც „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა შედგა.

განხილვა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით წარიმართა და დეტალურად იქნა გაანალიზებული ყველა ის ასპექტი, რასაც დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს, კერძოდ: კანონპროექტით დგინდება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ახლებური მექანიზმი, რომლის შესაბამისადაც, გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიმყენებელ პირს ჯარიმის გადახდის ნაცვლად, დაეკისრება ვალდებულება, გაატაროს გარემოს აღსადგენად საჭირო ღონისძიებები. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს პრევენციული ღონისძიებების გატარების ვალდებულებას რიგი ეკონომიკური აგენტებისათვის.

შეხვედრის მონაწილეები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ასოციაციის წევრების მიერ კანონპროექტის შესახებ გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები, მათზე შემდგომი მსჯელობის მიზნით, წარედგინება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ბიზნეს ომბუდსმენის აპარატს.