(+995 32) 2 202-215

სიახლეები

შეხვედრა საპარტნიორო ფონდთან

17 ივნ '19

მიმდინარე წლის 13 ივნისს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეურვეო საბჭოს წევრები საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს და ფონდის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში გამართულ შეხვედრაზე საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა ფონდის საინვესტიციო პროექტების შესახებ გააკეთეს პრეზენტაცია და ამ პროექტებში ბიზნესსექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა საპარტნიორო ფონდის რეფორმირების შესახებ. ბიზნესმენებმა მოსაზრებები გამოთქვეს და შეკითხვები დასვეს ფონდში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.