(+995 32) 2 202-215

სიახლეები

BAG „თიბისი ბანკის“ ქართული საფონდო ბირჟისა და საბანკო სექტორის ისტორიაში უპრეცედენტოდ მსხვილ ემისიას მილოცვით ეხმაურება

2 ივლ '19

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ასოციაციის წევრი კომპანიის, „თიბისი ბანკის“ ქართული საფონდო ბირჟისა და საბანკო სექტორის ისტორიაში უპრეცედენტოდ მსხვილ ემისიას მილოცვით ეხმაურება.
 
ობლიგაციები განთავსდება საქართველოს საფონდო ბირჟაზეც, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს „თიბისი ბანკს“ ამ უდიდეს წარმატებას. ამ მოცულობის უცხოური კაპიტალის მოზიდვა ხაზს უსვამს როგორც უშუალოდ ბანკის, ასევე ჩვენი ქვეყნის საფინანსო სექტორის მიმართ ნდობის მაღალ დონეს.
 
გასული ორი კვირის განმავლობაში, 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების ირლანდიისა და საქართველოს საფონდო ბირჟებზე განთავსების შედეგად, ბანკის მიერ მოზიდული ჯამური თანხა 425 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. შესაბამისად, განთავსებული ობლიგაციების ჯამურ ღირებულებაზე გაცილებით მაღალი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ბანკმა კიდევ დამატებით, 125 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უვადო, პირველადი კაპიტალის ობლიგაციების გამოშვება გადაწყვიტა.