(+995 32) 2 202-215

სიახლეები

შეხვედრა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების განვითარებაზე

4 ივლ '19

მიმდინარე წლის 4 ივლისს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში გაიმართა ასოციაციის წევრების  შეხვედრა  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და საკონსულტაციო კომპანია PEM CONSULT - ის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის თემა იყო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების განვითარება.

მონაწილეებმა განიხილეს  ასოციაციის წევრი კომპანიების საკადრო საჭიროებები უნარებისა და კომპეტენციების თვალსაზრისით ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით.

ცნობისათვის, GIZ-მა პროექტის “კერძო სექტორის განვითარება და  პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში (PSDTVET SC)/დუალური პროფესიული განათლების განვითარება ტრანსპორტისა  და ლოგისტიკის დარგში”  ფარგლებში დაიწყო კვლევა, რომელსაც საქართველოში ახორციელებს  PEM CONSULT-ი. კვლევის მიზანია არსებული და სამომავლო უნარების და კომპეტენციების საჭიროებების შეფასება ტრანსპორტისა  და ლოგისტიკის დარგში.  ასევე, ამავე პროექტის ფარგლებში  პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობით იგეგმება დუალური და მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების განვითარება. დაინტერესების შემთხვევაში, ამ პროგრამებით სარგებლობას და საკუთარი კადრების გადამზადებას  ასოციაციის წევრი კომპანიებიც შეძლებენ.