(+995 32) 2 202-215

სიახლეები

შეხვედრა პრემიერ მინისტრთან და მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან

8 ივლ '19

8 ივლისს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, სასტუმრო „ბილთმორში“ გაიმართა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრა საქართველოს პრემიერ მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან.

პრემიერ მინისტრთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.

შეხვედრა ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ პრობლემებზე საუბარს დაეთმო. განსახილველ საკითხებს შორის იყო ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი, რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების მოსალოდნელი ნეგატიური შედეგი ეკონომიკაზე, საგადასახადო კოდექსში ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ზოგიერთი ცვლილება, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, ე.წ „ოქროს სიის” წესის გაუქმების გადავადების საკითხი და სხვა.

შეხვედრაზე, რომელიც ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დიალოგი ბიზნესთან გაგრძელდება და უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართება.