(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ასოციაციაში „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონის პროექტის განხილვა გაიმართა

10 ივლ '19

მიმდინარე წლის 9 ივლისს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის ფარგლებში, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, სადაც „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონის პროექტის განხილვა გაიმართა.

განხილვა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით წარიმართა და დეტალურად იქნა გაანალიზებული ყველა ის ასპექტი, რასაც დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს.

შეხვედრის მონაწილეები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ასოციაციის წევრების მიერ კანონპროექტის შესახებ გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები, მათზე შემდგომი მსჯელობის მიზნით, წარედგინება პარლამენტს.