(+995 32) 2 202-215

სიახლეები

შეხვედრა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებთან

9 ივლ '19

მიმდინარე წლის 9 ივლისს საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საფონდო ბირჟის წარმომადგენლების შეხვედრას უმასპინძლა. 

ინვესტირების პროცესი, სააგენტოს სტრუქტურა, საინვესტიციო პოლიტიკა, საპენსიო დანაზოგების დაცულობა, ოპერაციული რისკები - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რაზეც მხარეებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. ბიზნეს ასოციაციის წევრებმა საპენსიო სააგენტოს მენეჯმენტისა და საინვესტიციო საბჭოს წევრებს საკმაოდ ღრმა და რელევანტური შეკითხვები დაუსვეს. აუდიენციის დასრულებისთანავე საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ბიზნეს სექტორს საკმაოდ ღრმა და რელევანტური შეკითხვები ჰქონდა, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.