(+995 32) 2 202-215

სიახლეები

"კონკურენციის შესახებ" კანონის პროექტის განხილვა

17 ივლ '19

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 16 ივლისს, გაიმართა ასოციაციის წევრების შეხვედრა "კონკურენციის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით.

სამუშაო შეხვედრაზე ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების მიერ გამოითქვა შენიშვნები და რეკომენდაციები კანონპროექტის შემოთავაზებულ რედაქციასთან დაკავშირებით.  დასახელებულ ნაკლოვანებებს შორის გამოიკვეთა: ჯარიმების ოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა, კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილებათა გაფართოვება კანონით ზუსტად შემოსაზღვრული ჩარჩოს გარეშე და ბიზნეს სუბიექტების მიერ საკუთარ უფლებათა დაცვის მექანიზმებში არსებული ბუნდოვანებები.

კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული მოსაზრებები დამუშავდება და პარლამენტში კანონპროექტის დამტკიცების პროცესში მოხდება მათი ლობირება, რათა მაქსიმალურად აისახოს ბიზნესის ინტერესები „კონკურენციის შესახებ“ ახალ კანონში.