საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს კომპანია „m² უძრავი ქონება" შემოუერთდა
25 ივლ '19
m² უძრავი ქონების აქციების 100%-იანი წილის მფლობელი არის საინვესტიციო კომპანია "საქართველოს კაპიტალი".
კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმით.
კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია:
• უძრავი ქონების განვითარება;
• ქონების (საკუთრების) მართვა;
• სასტუმროების ქსელის განვითარება და მართვა;
• მშენებლობის მენეჯმენტი.