(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს კომპანია „თერმა" შემოუერთდა

26 ივლ '19

კომპანია „თერმა” გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების იმპორტიორია საქართველოში 1997 წლიდან. კომპანია თანამშრომლობს მომწოდებლებთან, რომელთა პროდუქცია სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და ამავდროულად, ადაპტირებულია საქართველოში ექსპლუატაციისათვის.

კომპანია უზრუნველყოფს მომსახურების სრულ სპექტრს:

• გათბობა;
• ვენტილაცია;
• გაგრილება;
• წყალგაყვანილობა;
• ხანძარქრობა;
• უსაფრთხოება.

„თერმა” მუდმივად სწავლობს სექტორის გლობალურ ტენდენციებს და იაზრებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მდგრადობა ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, ამიტომ კომპანიამ განსაზღვრა სტრატეგიული პრიორიტეტები:

• განახლებადი ენერგიის მეტი გამოყენება;
• ჰიბრიდული ტექნოლოგიები;
• პოზიტიური ზეგავლენა გარემოზე;
• ენერგოეფექტურობა და დანახარჯების მინიმიზაცია.

ღირებულებები
„თერმას“ მისიაა შექმნას ენერგოეფექტური და საიმედო საინჟინრო ასორტიმენტი. კვალიფიციური ცოდნის, პროფესიული გამოცდილების, თანამედროვე ტექნოლოგიების, მაღალხარისხიანი პროდუქციით და კეთილსინდისიერი სერვისის მეშვეობით უზრუნველყოს მომხმარებლისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემო.