(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2019

25 ივლ '19

23 ივლისს, სასტუმრო მარიოტ თბილისში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე დაესწრო საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2019 -ის ღონისძიებას, რომელზეც გამოცხადდა განაცხადების მიღება.

ღონისძიებაზე ლევან ვეფხვაძე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებიდან გასულ წელს, კონკურსზე, საუკეთესო CSR ინიციატივებისათვის  ასოციაციის წევრი კომპანიებიდან დაჯილდოვდნენ „თიბისი ბანკი,“ „საქართველოს ბანკი“ და სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგი.”

კონკურსი Meliora 2019 ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში იმართება.

Meliora ლათინური სიტყვაა და „საუკეთესოს“ ნიშნავს; შესაბამისად, კონკურსი Meliora უკვე მეორე წელია, გამოავლენს და აჯილდოებს საქართველოში მოქმედ იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ სამაგალითო, შთამაგონებელ და შესანიშნავ პროექტებსა და ინიციატივებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) სფეროში.

ბიზნეს კომპანიებს შეუძლიათ წარმოადგინონ 2018-2019 წელს განხორციელებული CSR პროექტები კონკურსის ძირითად კატეგორიაში:

  1. მწვანე ინიციატივა;
  2. პასუხისმგებელი დამსაქმებელი;
  3. კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე;
  4. საზოგადოების მხარდაჭერა;
  5. სექტორთა პარტნიორობა – გაზიარებული პასუხისმგებლობა;
  6. CSR-ის შესახებ კომუნიკაცია;

 

ასევე სპეციალურ კატეგორიაში:

  1. წლის CSR მენეჯერი;
  2. შემოქმედებითი CSR;
  3. ნარჩენების მართვაზე ორიენტირებული ინიციატივა.

უმაღლესი ჯილდო (გრანპრი) - წლის პასუხისმგებელი ბიზნესის წოდება მიენიჭება ცალკე მსხვილ და ცალკე მცირე/საშუალო ზომის კომპანიას.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 სექტემბერი, 2019.

წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს ნომინანტებს და გამოავლენს საუკეთესო CSR ინიციატივეს სათანადოდ დაგეგმვის, თანმიმდევრულობის, ეფექტურობისა და შედეგების მდგრადობის მიხედვით.