(+995 32) 2 202-215

სიახლეები

უმსხვილესი ჩინური ენერგეტიკული კომპანიის „Shanxi Coking Coal Group“-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

2 აგვ '19

1 აგვისტოს საქართველოს ბიზნეს ასოციაციას უმსხვილესი ჩინური ენერგეტიკული კომპანიის „Shanxi Coking Coal Group“ წარმომადგენლები სტუმრობდნენ. შეხვედრა გაიმართა ჩინური კომპანიის წარმომადგენლების საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობების შემსწავლელი ვიზიტის ფარგლებში. კერძოდ, ჩინური მხარე დაინტერესებულია განავითაროს ნახშირის მოპოვება ტყიბული-შაორის საბადოზე და ამავდროულად, მონაწილეობა მიიღოს ნახშირის 300 მეგავატი სიმძლავრის თბოსადგურის მშენებლობის პროექტში. წარმოდგენილი ინტეგრირებული პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 1 მლრდ ლარს აღემატება და, ამასთან, მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას.
 
შეხვედრაზე სტუმრებს მიესალმნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე, წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაია ზავრაშვილი, ბაზრის კომერციული ოპერატორის გენერალური დირექტორის მოადგილე, მიხეილ თავბერიძე და საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორი, ლაშა მიქავა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი, გიორგი ჩიქოვანი და საქართველოს საპარტნიორო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი დანელია.   
 
Shanxi Coking Coal Group - ნახშირის მომპოვებელი ჩინური გიგანტი, ჩინური კომპანიების TOP-500 სიაში 87-ე ადგილს იკავებს $28 მილიარდი წლიური შემოსავლით. წლიურად მოიპოვებს 200 მლნ ტონამდე ნახშირს და აწარმოებს 12 მლნ ტონა კოქსს. ასევე ფლობს 3600 მგვტ სიმძლავრის ნახშირის თბოსადგურს.