(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია Scope Ratings-ის მიერ სს „ნიკორასთვის“ საკრედიტო რეიტინგის მინიჭებას მილოცვით ეხმაურება

15 აგვ '19

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია თავის წევრ კომპანია სს „ნიკორას“ გერმანული საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Scope Ratings“-ის მიერ BB- რეიტინგის მინიჭებას, ხოლო სს ”ნიკორა ტრეიდს” B+ რეიტინგის დადასტურებას ულოცავს.

სს ”ნიკორასთვის” BB- რეიტინგი მინიჭებულ იქნა მზარდი წარმოების, დივერსიფიცირებული პორტფელის, წარმატებული მენეჯმენტის, ეკონომიკურად სტაბილური და მდგრადი ფინანსური მაჩვენებლების გამო.

სს „ნიკორა ტრეიდს“ B+ რეიტინგი 2018 წელს მიენიჭა. „Scope Ratings“-ის მიერ კომპანიისთვის დადასტურებული რეიტინგი B+ საქართველოს ბაზრისთვის კომპანიის უმაღლესი შეფასებაა. ეს ხაზს უსვამს და ახასიათებს „ნიკორა ტრეიდს“, როგორც სანდო, ფინანსურად გამჭირვალე, პროდუქციის მომწოდებლებთან ძლიერ მსყიდველობით უნარისა და მაღალი მომგებიანობის მქონე რითეილერს. საქართველოში, კვებისა და საყოფაცხოვრებო მოხმარების პროდუქციის საცალოვაჭრობის სფეროში „ნიკორა ტრეიდი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც მსგავსი რეიტინგი მოიპოვა.

დღეს, სს „ნიკორა“ აერთიანებს ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურფუნთუშეულის, სალათების და ღვინის წარმოებებს, უზრუნველყოფს სხვადასხვა სახეობის პროდუქციისა და სასმელების იმპორტს. სს ,,ნიკორას“ შვილობილი კომპანიაა სს „ნიკორა ტრეიდი“, რომელიცსაქართველოში, ყველაზე მრავალრიცხოვანი „ნიკორა სუპერმარკეტისა“ და „ლიბრეს“ ქსელებითაა წარმოდგენილი, აერთიანებს 270 სავაჭრო ობიექტს და 2018 წელს მისი მომსახურებით ისარგებლა 52 მილიონმა ადამიანმა.