(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია „ბილაინს“ Brandon Hall Excellence-ის ჯილდოს მიღებას ულოცავს

5 სექ '19

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს თავის წევრ კომპანია „ბილაინს“ (ვიონი საქართველო) 2019 წლის “Brandon Hall Excellence Awards“-ის ჯილდოს მოპოვებას.

კომპანიას პრიზი, კატეგორიაში „სწავლების ტექნოლოგიის საუკეთესოდ დანერგვა“, CrossKnowledge-ის პლატფორმის წარმატებით გამოყენებისთვის გადაეცა.

Brandon Hall Excellence Awards – ადამიანური კაპიტალის მართვის დარგში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც აღნიშნავს ორგანიზაციების მიღწევებს შედეგების გაუმჯობესების, წამყვანი პრაქტიკის დანერგვისა და ბიზნეს ამოცანების გადაწყვეტის მიხედვით.

შპს "ვიონი საქართველო" (ბრენდი ბილაინი) საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრია 2009 წლიდან. კომპანია შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო ჯგუფში "ვიონი" (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კიდევ ერთხელ ულოცავს „ბილაინს“ ამ ჯილდოს და უსურვებს წარმატებებს მომავალ საქმიანობაში.