(+995 32) 2 202-215

სიახლეები

შეხვედრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან

10 სექ '19

მიმდინარე წლის 6 სექტემბერს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ტურიზმის განვითარების კომიტეტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მარიამ ქვრივიშვილთან. შეხვედრას, რომელსაც უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე, „სილქ როუდ ჯგუფი - უძრავი ქონების“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მარრი, ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი კომპანიები, რომელთა საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ტურისტულ საქმიანობასთან.

მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ადმინისტრაციის სამომავლო გეგმები გააცნო და 2020-2025 წლებში ტურისტული ინდუსტრიის განვითარების სტრატეგია წარუდგინა.

სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში განათლების სისტემის დახვეწის, ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდის , არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, შიდა და საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ახალი ტურისტული პროდუქტების შეთავაზების საჭიროებებს.

შეხვედრის დასასრულს ასოციაციის წევრების მიერ გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური საკითხი და განხილული იქნა მათი გადაჭრის გზები. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.