(+995 32) 2 202-215

სიახლეები

‘საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2019

16 სექ '19

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში 'საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2019'-ის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კონკურსი Meliora გამოავლენს და აჯილდოებს საქართველოში მოქმედ იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ სამაგალითო, შთამაგონებელ და შესანიშნავ პროექტებსა და ინიციატივებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) სფეროში.

გასულ წელს, კონკურსზე, საუკეთესო CSR ინიციატივებისათვის ასოციაციის წევრი კომპანიებიდან დაჯილდოვდნენ :
1. თიბისი ბანკი - კატეგორიაში “საზოგადოების მხარდაჭერა” პროექტით “წერე ქართულად”
2. საქართველოს ბანკი - კატეგორიაში “მწვანე ინიციატივა” აპლიკაციისთვის “გზად”
3. “ჯიპიაი ჰოლდინგი”- კატეგორიაში “კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე” მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისათვის.

კონკურსის მიზანია საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება და საზოგადოებაში მისი პოპულარიზაცია; კომპანიების წახალისება, დანერგონ საკუთარ საქმიანობაში CSR პრინციპები და მიდგომები და გახდნენ სამაგალითო სხვებისთვის; საუკეთესო CSR-პროექტებისათვის ყურადღების მიპყრობა.