(+995 32) 2 202-215

სიახლეები

რძის პროდუქტების სექტორში კონკურენციის გაზრდის მიზნით  დღგ-ისგან გათავისუფლების გავლენის კვლევის პრეზენტაცია

18 ოქტ '19

მიმადინარე წლის 17 ოქტომბერს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „საქართველოში რძის პროდუქტების სექტორში კონკურენციის გაზრდის მიზნით დამატებული ღირებულების გადასახადისგან (დღგ-ისგან) გათავისუფლების გავლენის კვლევის“ პრეზენტაცია გაიმართა. კვლევა მომზადდა ISET-PI-ს მიერ Land O'Lakes Venture 37-ის დაკვეთით.პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიები მერძევეობის სექტორიდან, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, დარგობრივი ასოციაციების და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

მერძევეობის სექტორის მხარდასაჭერად შეიქმნა კანონპროექტი, რომლის მიზანია აღნიშნული სექტორის გაძლიერება ადგილობრივად წარმოებულ ნედლ რძეზე მოთხოვნის ზრდის გზით. კანონპროექტი, ადგილობრივად წარმოებული ნედლი რძისა და ნედლი რძისგან წარმოებული რძემჟავა პროდუქტების დღგ-ისგან გათავისუფლებით, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ადგილობრივი რძისა და რძის პროდუქტების წარმოებას. 

აღნიშნული კვლევა ჩატარდა, რათა შეფასებულიყო ამ კანონპროექტის საფუძველზე საქართველოს მერძევეობის სექტორის დღგ-ისგან გათავისუფლების პოტენციური გავლენა.