(+995 32) 2 202-215

სიახლეები

უძრავი ქონების და ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი "მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა"

17 ოქტ '19

2019 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ მონაწილეობა მიიღო უძრავი ქონების და ტურიზმის საერთაშორისო ფორუმში "მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა". ლევან ვეფხვაძე ფორუმის გახსნით სესიაზე სიტყვით გამოვიდა და ისაუბრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის მედეგი ქალაქების მშენებლობის მნიშვნელობაზე და მდგრადი ქალაქების შექმნის ეკონომიკური შედეგების შესახებ.

ყოველწლიური ფორუმი “მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“ Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს ბანკის პარტნიორობით საქართველოში წელს პირველად გაიმართა. ფორუმის ორგანიზატორები მსოფლიო რუკაზე საქართველოს როგორც უძრავი ქონების და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაციად წარმოჩენას ისახავენ მიზნად. ფორუმზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა მდგრადი ქალაქების შექმნის ეკონომიკური შედეგები; ქალაქებში მდგრადი ურბანული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარება.