(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას (BAG) ახალი წევრი შემოუერთდა

31 ოქტ '19

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგებს  პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფი (PMCG) შემოუერთდა.

პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფი (PMCG) საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც თავის საქმიანობას, ძირითადად, გარდამავალ და განვითარებად ქვეყნებში წარმართავს.

დაგროვებული გამოცდილების გამოყენებით, PMCG ხელს უწყობს ქვეყნებს ორიენტირებული იყვნენ ეკონომიკის, დემოკრატიისა და კარგი მმართველობის განვითარებაზე; განხორციელებული სტრუქტურული, ადმინისტრაციული და პოლიტიკის რეფორმები მიზნად ისახავს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების წარმატებით დანერგვას, პოლიტიკის შემუშავებასა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას. PMCG ეხმარება მთავრობებს, კერძო სექტორს, ასევე საერთაშორისო და სამოქალაქო ინსტიტუციებს, მათ საჭიროებებზე მორგებული, ნათელი, ყოვლისმომცველი და პროგრესული მომსახურების მიწოდების საშუალებით.

საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების სინერგიით, გლობალური ხედვისა და საუკეთესო პრაქტიკების ადგილობრივ კონტექსტში ადაპტირებით,  PMCG  პარტნიორებს მხარში უდგას განვითარების პროცესში.


PMCG-ის ძირითადი სერვისები:
-          პოლიტიკის შემუშავება და ანალიზი;
-          ინსტიტუციონალური განვითარება და შესაძლებლობების გაძლიერება;
-          მონიტორინგი და შეფასება;
-          ინფრასტრუქტურული განვითარება;
-          კორპორატიული განვითარება და მართვა.

PMCG პროექტებს უძღვებოდა აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, კავკასიაში, შუა აზიასა და აფრიკაში; თანამშრომლობდა ისეთ ინსტიტუციებთან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID), ევროკომისია, მსოფლიო ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA).

ქვეყნები:
ავღანეთი, ალბანეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ეგვიპტე, ეთიოპია, ერაყი, საქართველო, სომხეთი, განა, ყაზახეთი, კოსოვო, ყირგიზეთი, ლიბერია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მოზამბიკი, ნიგერი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა, უზბეკეთი.

დაარსების წელი: 2007