(+995 32) 2 202-215

სიახლეები

მედიაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა

1 ნოემ '19

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე ბათუმში არბიტრაჟისა და მედიაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო. შეხვედრაზე ბიზნეს დავებში მედიაციისა და არბიტრაჟის გამოყენების შესაძლო უპირატესობები განიხილეს.

სიტყვით გამოსვლისას, ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ „სასამართლოების გადატვირთულობის ფონზე მედიაცია და არბიტრაჟი მხარეებს შესაძლებლობას აძლევს დავები დროულად გადაწყვიტონ. შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც დავების განმხილველი ცენტრის პარტნიორი, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში არბიტრაჟისა და მედიაციის განვითარებას, რამაც მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს ბიზნეს გარემო და ხელი უნდა შეუწყოს ინვესტორების მხრიდან საქართველოში არსებული დავების პროცედურის მიმართ ნდობის აღდგენას“.

სტუმრებს, ასევე, სიტყვით მიმართეს აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, თინა ზოიძემ; დავების განმხილველი ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, მაკა ნაჭყებიამ და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის ,,მედიაცია და არბიტრაჟი დავების ეფექტიანი გადაწყვეტა“ პროექტის მენეჯერმა, ლიანა ქარცივაძემ.

შეხვედრას 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.