(+995 32) 2 202-215

სიახლეები

BAG-ის შეხვედრა საქსტატის აღმასრულებელ დირექტორთან

14 ნოემ '19

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დათვლის ახალი მეთოდოლოგია წარმოუდგინა BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს. შეხვედრას ესწრებოდნენ ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე და აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე.

მიმდინარე წლის ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ სტანდარტს ამკვირდებს. განახლებული მეთოდოლოოგითი დაითვლება მთლიან შიდა პროდუქტი (მშპ) და სხვა არაერთი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი.

ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლა გულისხმობს ცვლილებებს მონაცემთა წყაროს ხარისხის გაუმჯობესების, დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების შეფასებისა და ადმინისტრაციულ მონაცემთა დამუშავების თვალსაზრისით.

საქსტატის დირექტორმა, ასევე ისაუბრა სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებებზე და წარმოადგინა 2020-2023 წლების სტრატეგია.

სოსო ფხაკაძის განცხადებით „ახალი მეთოდოლოგია უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკურ სექტორს მოიპოვოს უფრო ზუსტი და რეალისტური მთლიანი შიდა პროდუქტის და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. საქსტატის მიერ დანერგილი ახალი მეთოდოლოგია კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველო-ევროკავშირის  დაახლოების პროცესში.“