(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრებს ახალი ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი წარუდგინა

19 ნოემ '19

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) შეხვედრას ახალ ბიზნესომბუდსმენთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი გახარიამ ასოციაციის წევრებს წარუდგინა ახალი ომბუდსმენი, მიხეილ დაუშვილი, რის შემდეგაც ისაუბრა ბიზნეს გარემოს განვითარების და დაცულობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, საქართველოს სტაბილური წინსვლისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური ბიზნეს გარემო, სადაც ბიზნესმენები და ინვესტორები თავს დაცულად იგრძნობენ.      

მიხეილ დაუშვილმა მადლობა გადაუხადა პრემიერს წარდგენისთვის, რის შემდეგაც ბიზნესის განვითარების საკუთარი ხედვა წარმოადგინა და ბიზნეს სექტორთან აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ მადლობა გადაუხადა პრემიერს იმ ყურადღებისთვის, რომელსაც მთავრობა უთმობს ბიზნეს გარემოს განვითარებას.

„მოხარულნი ვართ, რომ ახალი ბიზნესომუდსმენი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირადად წარუდგინა ბიზნეს წრეებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესომბუდსმენის აქტიურმა ჩართულობამ უზრუნველყოს სტაბილური და განჭვრეტადი ბიზნეს გარემო, რადგანაც ეს ინსტიტუცია ისტორიულად ჩამოყალიბდა მთავრობასთან და უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან ბიზნესის კომუნიკაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან არხად. ამიტომაც, იმედს გამოვთვქმთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო და ნაყოფიერი იქნება" - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.