(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას (BAG) ახალი წევრი შემოუერთდა

22 ნოემ '19

შპს „ევორდ ჰოლდინგი“ წარმოადგენს სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტის მქონე კომპანიების გაერთიანებას, მაგრამ უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება სამშენებლო მიმართულებას.

შპს „ევორდ ჰოლდინგი“-ს ქვეშ ერთიანდება სამშენებლო მომსახურებისა და წარმოების კომპანიები: შპს სამშენებლო კომპანია მამისონი, შპს AWARD, შპს ევროდ ფექტორი, შპს ევორდ დრილინგი და შპს ევორდ ტრანსპორტი.

2019 წლის ძირითადი ასპექტები

•           ჰოლდინგმა მიიღო 450 მლნ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში და 85 მლნ კერძო კონკურსში მონაწილეობა;

•           მიიღო 17 მსხვილი და 100-ზე მეტი მცირე ზომის კონტრაქტი;

•           ახორციელებდა, პარარელურ რეჟიმში, 70 კმ-ზე მეტი გზის მშენებლობას რთულ მაღალმთიან ლოკაციებზე: შატილი, სვანეთი, ზეკარი, რაჭა;

•           დაამუშავა 1.5 მლნ  მიწის მოჭრა და გადამუშავება ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე;

•           აწარმოა 17000 m3 ბეტონი;

•           განახორციელა 9000 მეტრზე მეტი ჰორიზონტალური ბურღვა და 250 კერძო პროექტი;

•           250 ათასზე მეტი ავტო-მოტო საათის წარმოება;

•           1,250 მლნ კაც-საათის ძალის გამოყენება.

მიზანი        

ძლიერი         სამშენებლო  ჰოლდინგი   თანამედროვე ბიზნეს ინსტრუქციის          მიხედვით.    მაღალკონკურენტული ბიზნეს ჯგუფი.

მისია

კომპანიის ჰარმონიული ზრდა კორპორატიული მაღალი პასუხისმგებლობის სტანდარტებთან ერთად.