საქართველოს ბიზნეს ასოციაციას (BAG) ახალი წევრი შემოუერთდა
22 ნოემ '19
შპს „ევორდ ჰოლდინგი“ წარმოადგენს სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტის მქონე კომპანიების გაერთიანებას, მაგრამ უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება სამშენებლო მიმართულებას.
შპს „ევორდ ჰოლდინგი“-ს ქვეშ ერთიანდება სამშენებლო მომსახურებისა და წარმოების კომპანიები: შპს სამშენებლო კომპანია მამისონი, შპს AWARD, შპს ევროდ ფექტორი, შპს ევორდ დრილინგი და შპს ევორდ ტრანსპორტი.
2019 წლის ძირითადი ასპექტები
• ჰოლდინგმა მიიღო 450 მლნ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში და 85 მლნ კერძო კონკურსში მონაწილეობა;
• მიიღო 17 მსხვილი და 100-ზე მეტი მცირე ზომის კონტრაქტი;
• ახორციელებდა, პარარელურ რეჟიმში, 70 კმ-ზე მეტი გზის მშენებლობას რთულ მაღალმთიან ლოკაციებზე: შატილი, სვანეთი, ზეკარი, რაჭა;
• დაამუშავა 1.5 მლნ მიწის მოჭრა და გადამუშავება ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე;
• აწარმოა 17000 m3 ბეტონი;
• განახორციელა 9000 მეტრზე მეტი ჰორიზონტალური ბურღვა და 250 კერძო პროექტი;
• 250 ათასზე მეტი ავტო-მოტო საათის წარმოება;
• 1,250 მლნ კაც-საათის ძალის გამოყენება.
მიზანი
ძლიერი სამშენებლო ჰოლდინგი თანამედროვე ბიზნეს ინსტრუქციის მიხედვით. მაღალკონკურენტული ბიზნეს ჯგუფი.
მისია
კომპანიის ჰარმონიული ზრდა კორპორატიული მაღალი პასუხისმგებლობის სტანდარტებთან ერთად.